ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

суббота, 13 июня 2015 г.

სასიამოვნო სიურპრიზი ჩემი პატარებისგან წლის ბოლოს

ჩვენი ოთხწლიანი ურთერთბის ბოლო დღებია... ბავშვების სიყვარულითა და სითბოთი ვტკბები, ვიხსენებთ გასულ ოთხ წელს–შემოქმედებითდ დატვირთულს. 
 ჩვეულებისამებრ, კარს მივადექი გასაღებად, მაგრამ ვინ გიღებს?
მასწ, არ შემოხვიდეთ, რა, ცოტა ხანი!–მთხოვენ ისინი.
გარეთ ხომ ვერ დავრჩები, ბავშვებო?–ვეკითხები გაკვირვებული.
 ველოდები, როდის დამრთავენ საკლასო ოთახში შესვლის ნებას.ოგორც იქნა ოთახში შემიპატიჟეს.
რას ვხედავ: ჩემი ოთახი ვეღარ ვიცანი. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, მერხები რიგებად ჩამწკრივებული (როგორც თვითონ მითხრეს, პირველ კლასში ასე დახვდათ) , სახელდახელოდ მოწყობილი სცენა, დეკორაციები, სასცენო რეკვიზიტები, რომლებიც თავად შეუქმნიათ ადგილობრივი რესურსებით, ულამაზესად მოხატული დაფა, ყვავილები...და, რაც მთავარია, მათ მიერ შექმნილი პიესა, რომელიც ჩვენ თვალწინ გაითამაშეს.
ეს ყველაფერი იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ თვალზე ცრემლმორეულმა სათითაოდ ჩავიკარი ყველა გულში და შევეცადე, გამენაწილებინა მათთვის ჩემი ემოციები, რომელიც მათგან იმ წუთებში მივიღე.

მადლობა, ჩემო პატარებო, ჩემოსხვანაირებო“, "ოქროებო" და "ბრილიანტებო", არ ვიცი, უთქვენოდ როგორ ვიქნები გაისად. 
თქვენ მსოფლიოში, მართლაც, საუკეთესო ბავშვები ხართ!
მიყვარხართ უკიდეგანოდ!

https://drive.google.com/file/d/0B_fPoHAP37eRdjlSQ1c4WlBmV28/view

Комментариев нет:

Отправить комментарий