ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს კომპანიების ”ალგორითმისა” და ”ინტელის” მიერ საქართველოში წარმოებული ნეთბუქი ”ბუკი” გადაეცა.
სასწავლო პროცესში ნეთბუქების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგი სახელწოდებით ”1:1 ელექტრონული სწავლება” განახორციელა.
ტრენინგებზე დაწყებითი კლასების პედაგოგებმა ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება, გაეცვნენ 1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილის და სასწავლო პროექტის განხორციელებასა და შეფასებას.
ნეტბუკს დამხმარე ხასიათი ექნება და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა.
ბუკებში ჩატვირთული სასწავლო პროგრამები და თამაშები, ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით.
ა/წ 14 დეკემბერს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის I-ა კლასში განხორციელდა მონიტორინგი, რომელიც მიზნად ისახავდა იმის შემოწმებას, თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ ნეთბუქებს პირველ კლასში.
გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენაში თემაზე: ასო-ბგერა "პ". გაკვეთილზე მაღალი იყო ბავშვების მოტივაცია და დაინტერესება. მათ დაარწმუნეს სტუმარი, ქ-ნ მ.კაპანაძე იმაში, რომ "ბუკი მათი მეგობარია!"

Комментариев нет:
Отправить комментарий