ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

სადამრიგებლო პროგრამა

                        

სადამრიგებლო საათის პროგრამა
მე–3 კლასი
მესამეკლასელის მოკლე დახასიათება
მესამეკლასელს ნათლად ჩამოყალიბებული მოსწავლის სახე აქვს. მან უკვე საკმაოდ კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. იცვლება მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან: პედაგოგებთან და მშობლებთან. მასწავლებელი მოსწავლის ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების „ხატს“.

მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა შეფასებას. შესაძლოა ვინმეს მიმართ წყენაც კი გაუჩნდეთ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და ცუდ ხასიათზეც არიან.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის სფეროშიც. მეგობრებთან ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა შეფასებასა და სასწავლო წარმატებებზე. თვითშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე. მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება, ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება
სადამრიგებლო საათის თემები:

მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემები
მიზანი
შეხვედრების
რაოდენობა
1
რას ნიშნავს, იყო მესამეკლასელი?
ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ- ჩვევები,
მესამეკლასელის ინტერესები, ჰობი.
რომელი გაკვეთილი
მოენატრათ ყველაზე ძალიან? რა მოლოდინები აქვთ
ახალ სასწავლო წელს?
მესამეკლასელის პასუხისმგებლობების , უფლება–მოვალეობების გაცნობა
1 - 2 შეხვედრა
2
ოცნებები - რატომ  ოცნებობენ ადამიანები? რაზე ოცნებობენ
მესამეკლასელები? მშობლები? მასწავლებლები?
ვინ გვეხმარება ოცნებების შესრულებაში? ჩვენ რა უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავისრულოთ ოცნებები?

2 შეხვედრა
3
ფანტაზია - რაში ეხმარება  ადამიანებს  ფანტაზია?
მესამეკლასელებს?  მხატვრებს?  მწერლებს?
ფანტაზია და ტყუილი:  განსხვავება მათ
შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს
ტყუილებს?
შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს  სიმართლის თქმა.
ფანტაზიის უნარის გაღვივება ბავშვებში; აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეწყობა
1 -2 შეხვედრა
4
მესამეკლასელის პასუხისმგებლობა; ვალდებულებები
სწავლაში, სახლში, მეგობრებთან ურთიერთობაში.

2 შეხვედრა
5
მესამეკლასელის უფლებები.

2 შეხვედრა
6
რა გვეხმარება და რა გვიშლის ხელს ვალდებულებების
შესრულებაში? რას ნიშნავს სიზარმაცე? როდის
ჩნდება სიზარმაცე? სიზარმაცის დაძლევა.

1 შეხვედრა
7
ურთიერთობები უფროსებთან; მშობლებთან, თანაკლასელებთან, პატარა და-ძმებთან
მათ შორის განსხვავება; ფორმალური და არაფორმალური
ურთიერთობები.
საკომუნიკაციო უნარების განვითრების ხელშეწყობა
2 შეხვედრა
8
თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს
მასწავლებელს, მშობელს, მოსწავლეს.
იმ თვისებზე საუბრები, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტურ კოუნიკაციას
1 - 2 შეხვედრა
9
ისევ სირთულეები ურთიერთობის სფეროში. როგორ
შეგვიძლია მათი დაძლევა?

2 - 3 შეხვედრა
10
ჯადოსნური  სიტყვები: გმადლობთ, ბოდიში; მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა
(სკოლაში, სტუმრად ყოფნისას, ტელეფონზე საუბრისას).

2 - 3 შეხვედრა
11
პატიების უნარის მნიშვნელობა ურთიერთობებში.

2 შეხვედრა
12
შექება და კომპლიმენტები; როგორ ვიყენებთ მათ.

1 შეხვედრა
13
„მეგობრობის კოდექსი”; მეგობრობის უნარი, „მეგობრობის
უნარის განვითარება”.

2 შეხვედრა
14
სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ
გავრიყოთ.
სირთულეების გამომწვევი მიზეზების და მათი გადაჭრის გზების დასახვა; ბავშვის პიროვნული და მორალური განვითრება
2 შეხვედრა
15
კამათი და ჩხუბი; როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა
და ჩხუბს შორის; კამათის კულტურა;
საკუთარი უფლებების დაცვა; „არას” თქმის  უნარის
განვითარება.

2 შეხვედრა
16
თანამშრომლობის მნიშვნელობა; მეგობრის გაგება, მოსმენა;
მოლაპარაკება.

2 - 3 შეხვედრა
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თემები
მიზანი
შეხვედრების რაოდენობა
1
ჯანსაღი ცხოვრების წესი - სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა,
ეპიდემიის,  ჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.
გავრცელებული დაავადებებბის თავიდან ასაცილებლად ჩასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გაცნობა
2 შეხვედრა
2
დღის რეჟიმი,  ფიზიკური კულტურა და სპორტი

1 შეხვედრა
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემები
მიზანი
შეხვედრების
რაოდენობა
1
საგზაო უსაფრთხოება.

1 შეხვედრა
2
ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო, ღირშესანიშნაობანი
და ისტორიული ძეგლები, მათი მნიშვნელობა, მოფრთხილების
აუცილებლობა,  ხალხური მუსიკა,  ქალაქსა თუ სოფელში
არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები,
დღესასწაულები, მათი აღნიშვნის ტრადიციები, სახელმწიფო
სიმბოლიკა.

2 შეხვედრა
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
თემები
მიზანი
შეხვედრების
რაოდენობა
1
წაკითხული წიგნები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული
ღონისძიებები, რომლებსაც დაესწრნენ.

1-2 შეხვედრა


კლასი: IV 
მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება

მეოთხეკლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ შეუძლიათ იმსჯელონ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობისა და შინაგანი ღირებულებების აღიარება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან ღიად საუბრობენ საკუთარ განცდებზე უფროსებთან. პუბერტატის დაწყებიდან კი მოსწავლე ნაკლებად გახსნილი ხდება უფროსებთან ურთიერთობისას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, რომ სწორედ ამ ასაკში დელიკატურად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლია მასზე მოახდინოს ზეგავლენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის ფორმების ათვისების კუთხით. სწორედ ამიტომაა აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანი საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი. ისინი უფროსებისგან უკვე მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.
მეოთხე კლასის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე.
იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება. მოსწავლე თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება როგორც სწავლაში, ისე ურთიერთობების სფეროში.
კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათთავიანთი საქმეები“, ხშირად მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
სადამრიგებლო საათის თემები
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემები
მიზანი
შეხვედრების რაოდენობა
1
ჩვენი უნარები და შესაძლებლობები;
წარმატება; რას ნიშნავს მეოთხეკლასელისათვის,იყოს წარმატებული? უნარებიშრომისმოყვარეობაწარმატება.

1-2 შეხვედრა
2
ადამიანთა უნიკალობა; ჩვენი სამყარო, ინტერესები, საყვარელი
საქმიანობა.

1 შეხვედრა
3
მინდა გავხდე კულტურული ადამიანი, ღირსეული მოქალაქე.

1 შეხვედრა
4
კულტურული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის დახასიათება;
კულტურული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის
აუცილებელი თვისებები; მისი ამოცნობა სხვადასხვა სიტუაციაში:
სტუმრად ყოფნისას, კაფეში და ..

2 შეხვედრა
5
ბავშვთა უფლებები- სკოლაში, ეზოში, ქუჩაში.

2 შეხვედრა
6
ბავშვთა ვალდებულებები.

2 შეხვედრა
7
პატივისცემა - საკუთარი თავის, სხვა ადამიანების.

2 შეხვედრა
8
უფლებების დარღვევა; როდის ვარღვევთ სხვათა
უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი
უფლებები?

2-3 შეხვედრა
9
უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს; ჩვენ
შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.

2 შეხვედრა
10
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა.

2 შეხვედრა
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თემები
მიზანი
შეხვედრების რაოდენობა
ცვლილებები; როგორ ვიზრდებით, ვვითარდებით? რა
გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში.

1-2 შეხვედრა
მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი; რას ნიშნავს ჯანმრთელი
ადამიანი? ჯანსაღი საკვები, ზრდისათვის საჭირო ნივთიერებები.

2 შეხვედრა
ჯანსაღი ცხოვრების სტილი; რას ნიშნავს ეს?

2 შეხვედრა
რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
თამბაქოს მავნე   ზეგავლენა.

1-2 შეხვედრა
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემები
მიზანი
შეხვედრების რაოდენობა
1
არასტანდარტულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედება, სიფრთხილის
გამოჩენა უცნობ ადამიანებთან, მათ შორის, ვირტუალურ მეგობრებთან.

1-2 შეხვედრა
2
ქუჩაში მოძრაობის წესები, გზა სკოლიდან  სახლისაკენ, საჭირო ტრანსპორტი, სიფრთხილის  გამოჩენა უცნობ უფროსებთან.

2 შეხვედრა
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
თემები
მიზანი
შეხვედრების რაოდენობა
1
ჩემი ზაფხული“, რამდენად გვიყვარს დასვენება?
საყვარელი საქმიანობა ზაფხულის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები.

1 შეხვედრა
2
გართობის საშუალებები: კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი;
მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

1 შეხვედრა
3
საყვარელი ფილმის გმირები, ლიტერატურული პერსონაჟები.

1 შეხვედრა
4
 გამოჩენილი პიროვნებები, ხელოვნების ქმნილებები, სამეცნიერო
აღმოჩენები

2 შეხვედრა

1 комментарий: