ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

იაკობის კვირეული


იაკობ გოგებაშვილის 172-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 

2-16 ნოემბრის  ჩათვლით ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მე-2-ა კლასში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის 172-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.

მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ მრავალფეროვანი აქტივობები:  მოეწყო  იაკობ გოგებაშვილის ილუსტრაციებისა და საკუთარი ნახატების  გამოფენა, ააწყვეს სლაიდები power point-ში, მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი, სადაც გააცოცხლეს გოგებაშვილის პერსონაჟები, მოეწყო  ხატვისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, გაიმართა ვიქტორინა-„ვინ უკეთ იცნობს გოგებაშვილს“, შექმნეს კედლის გაზეთი.

მოსაწვევები

კვირის ბოლოს გვქონდა ღია კარის დღე მშობლებთათვის, რისთვისაც  ბავშვებმა წინასწარ დაამზადეს მოსაწვევები.






















კვირეულის ამსახველი ფოტოკოლაჟი




Комментариев нет:

Отправить комментарий