გავაცილეთ ზამთარი და აი, როგორც იქნა დადგა წელიწადის
ულამაზესი დრო – გაზაფხული.
ულამაზესი დრო – გაზაფხული.
მზე გაზაფხულის ბუდეში ჩაჯდა. მზემ რომ ერთი წუთით
მოიმატა და გარემომ ჩამოთოვილი თეთრი სიზმრებიდან
თავის დაღწევა სცადა, სწორედ მაშინ იგრძნო ყველამ და ყველაფერმა შორეული გაზაფხულის გულისფეთქვა.
დედაბუნებას ძარღვებში გაყინული სისხლი აუჩქეფდა და
იფეთქეს კვირტებმა. დამზრალ ტოტებს შემოასკდათ გულზე ყვავილი.
ეს გაზაფხულიც მოგვილოცნია.
ეს გაზაფხულიც მოგვილოცნია.
სწორედ გაზაფხულსა და გაზაფხულის დღესასწაულებს _
დედისა და ქალთა დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც 2011 წლის 3 მარტს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის II-ა კლასში მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, დაწყებითის კათედრა და მოსწავლეთა მშობლები. ბავშვებმა გაზაფხულის შემობრძანება ლექსებითა და სიმღერით მიულოცეს დედებს. დედები თვალცრემლიანი უსმენდენენ საკუთარ შვილებს. ღონისძიება აღსავსე იყო სითბოთი და სიყვარულით.
ეს დღე დიდხანს დარჩება მოსწავლეების და მათი საყვარელი
დედების ცნობიერებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий