ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

ჩვენ პატარა მწერლები ვართ

აქ დაიდება ჩემი მოსწავლეების მიერ როგორც ერთობლივად, ასევე ინდივიდუალურად შექმნილი ტექსტები. 
გთავაზობთ  რამდენიმე მოკრძალებულ ნამუშევარს:


"ღორი ღრუტუნას თავგადასავალი".
მეორე კლასში ვისწავლეთ მ.ზაზიკაშვილის მოთხრობა "ზაზა და ღრუტუნა". 
ტექსტი ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ღრუტუნა სასაცილო პერსონაჟია.
 დიდხანს ისაუბრეს მასზე, მის ფათერაკებზე, რომელიც ქალაქში შეემთხვა.
 გაიმართა დებატები-გოჭი სოფლად თუ ქალაქში.
 ბოლოს გაჩნდა იდეა, გაეგრძელებინათ ღრუტუნას თავგადასავალი და შეგვექმნა ანიმაცია. 
მეც, რა თქმა უნდა, მხარი ავუბი მათ ინიციატივას. მოვიძიე ფოტოები, რომელიც საჭირო იქნებოდა ანიმაციების შესაქმნელად. 
  აღუწერელია ის ემოციები, რაც პატარებში გამოიწვია ბუკებში მუშაობამ.
  power point-ში მოვამზადეთ პრეზენტაცია, ავკინძეთ ღრუტუნას თავგადასავლის ამსახველი ილუსტრაციები და  გავაცოცხლეთ ისინი.
კარგა ხნის მუშაობის შემდეგ დაიხვეწა და დასრულდა ჩვენი მოთხრობა,
 რომელსაც სათაურად შეურჩიეს "ღორი ღრუტუნას თავგადასავალი".
ბავშვების მიერ შექმნილი პერსონაჟი მეტად თანამედროვედ გამოიყურება.

პრეზენტაციის  სანახავად შედით მისამართზე
:


წყაროსა და მდინარის ამბავი



ვეფხვის იუბილე

იხილეთ ბავშვების მიერ აწყობილი ანიმაციები:




ნაპოვნი ქუდი
ძლიერი ქარი ქროდა. ბიჭი თავქუდმოგლეჯილი მირბოდა მუსიკალური სასწავლებლიდან შინისკენ. ნოტებს ქარი უფრიალებდა. ცდილობდა ქარისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ქარმა მაინც თავისი გაიტანა, ქუდი მოჰგლიჯა და შორს გაიტაცა. ბიჭი შეეცადა, აეღო, მაგრამ რამდენჯერაც მივიდა მასთან ახლოს, იმდენჯერვე უფრო შორს გაიტაცა ქარმა. ქუდმა დიდხანს იფრინა, გზაში ხან რას მიეჯახა, ხან-რას. ბოლოს ეკლიან და ბუჩქებში ჩაეშვა.

ქარი ჩაწყნარდა. ქუდი გარინდული იყო მომავალი პატრონის მოლოდინში.
 ამ დროს ბიჭის ლეკვი სასეირნოდ გამოსულიყო. მან შორიდანვე შეიცნო ეკლებში გაჭედილი ნაცნობი ქუდი და პატრონს დაუბრუნა. 
ბიჭი ქუდის დანახვამ ძალიან გაახარა და ამის შემდეგ  ქუდს თავიდან აღარ იშორებდა.

ჩიტი და კატა
კატა მზეზე ზურგს ითბობდა. დაინახა ხეზე შემომჯდარი  ჩიტი. 
-რა მსუქანი ჩიტუნაა, დღეს კარგი სადილი მექნებაო-იფიქრა მან.
ჩიტი თითქოს მიხვდა კატის განზრახვას, აფრინდა, ჯერ კატას თავზე დააჯდა, შემდეგ ისევ მაღლა აფრინდა. დიდხანს იფრინა მის თავზე, სანამ  თავბრუ არ დაასხა. 
კატას თვალები აუჭრელდა, გონება დაებინდა და ღონემიხდილი მიწაზე დავარდა.
გამარჯვებულმა ჩიტმა ბუდისკენ მშვიდად გასწია და  კატას ნიშნისმოგებით მიაძახა: "რაც არ გერგება, არ შეგერგებაო!

Комментариев нет:

Отправить комментарий