ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

вторник, 2 июня 2015 г.

პროექტის "გზად ჯანმრთელობისკენ!"პრეზენტაცია

—პროექტის აქტუალობა
       მოსწავლეებს დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს.

—   გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, ჰიგიენის წესების დაცვას, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა.

პროექტის მიზნები:
·         მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების  შესახებ და მოახდინონ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია თანატოლებში და საზოგადოებაში;  
·         ჩამოუყალიბდეთ პირადი ჰიგიენის დაცვისა და სუნთქვის ჰიგიენის წესების დაცვის მოთხოვნილება. გააცნობიერონ სპორტის მნიშვნელობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
·         მოხდეს  კვლევის, მსჯელობის, ანალიზის, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და სოციალური უნარ-ჩვევებიფორმირება.
·         შეძლონ ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, დასკვნების გამოტანა,  კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება.
გაიღრმავონ ტექნოლოგიის გამოყენების უნარ-ჩვევები,  როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. გაერკვნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკურ/იურიდიულ საკითხებში
პროექტის შედეგები:
     







·         მოსწავლეები შეუძლიათ ჯანსაღი და მავნე პროდუქტების  ერთმანეთისაგან გარჩევა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობენ სასარგებლო ნივთიერებების შემცველი  საკვების მიღებას; თითქმის აღარ იძენენ ნახევარფაბრიკატებს სკოლის მიმდებარე მაღაზიებში(ხშირად სახლიდან მოაქვთ საკვები და შესვენებაზე მიირთმევენ); პროდუქტის ყიდვის დროს ეცნობიან შენახვის ვადისა და პირობების ეტიკეტს.

ზრუნავენ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე: ხშირად ანიავებენ ოთახს, შინიდან მოიტანეს ქოთნით ყვავილები და როგორც შეუძლიათ, ცდილობენ ოთხში სისუფთავის შენარჩუნებას. გააცნობიერეს სპორტის მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის. კლასის 4 მოსწავლე აქტიურად ჩაერთო კიდეც სპორტში.

საზოგადოების მცირე ნაწილმა მოსწავლეების საშუალებით  მიიღო  ინფორმაცია ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობაზე; (სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია)
  • პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში იციან პრევენციისთვის რომელი ორგანიზაციები და კომპეტენტური პირები გაუწევენ კონსულტირებას (სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია,ადვოკატირება,ლობირება)
·         დამოუკიდებლად შეუძლიათ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება მცირე კვლევის წარმოება, მონაცემთა შეგროვება და მათი ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების გაცემა;(საინფორმაციო წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა )

·         დამოუკიდებლად შეუძლიათ რესურსების შექმნა სხვადასხვა ფორმატში (ბროშურა, გაზეთი, ხელნაკეთი წიგნი) და საჭიროების შემთხვევაში თანატოლებთან  გამოცდილების გაზიარება.  აქვთ ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარ, გამოუმუშავდათ  შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები(ციფრული წიგნიერება);
·        შეუძლიათ მულტიმედიური ტექსტების აღქმა-გააზრება, გამოყენება და შექმნა, მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება (მედიაწიგნიერება)


·         იცავენ საავტორო უფლებებს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე.(სამოქალაქო კომტენცია)

Комментариев нет:

Отправить комментарий