დამთავრდა III კლასი. წლის დასასრულს ერთად დავგეგმეთ ექსკურსია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სამეგრელოში, კერძოდ. თავდაპირველად ვესტუმრეთ მარტვილის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც არის ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. დავათვალიერეთ მონასტრის არაჩვეულებრივი ეზო. შემდეგ გზა განვაგრძეთ სალხინოში, სადაც საოცარი სილამაზის მქონე დადიანების საზაფხულო რეზიდენცია გადაგვეშალა თვალწინ.
ბოლოს სოფელ ჭყონში ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის ეზოში ვივახშმეთ,
პატარებმა მდინარეში იბანავეს და ბევრი იხალისეს.
ეს დღე ლამაზ მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий