ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

понедельник, 3 марта 2014 г.

ჯგუფების განაწილება

შევადგინეთ ჯგუფები, შევარჩიე ინფორმაციის რამდენიმე წყარო, ვუზრუნველყავით ნაწარმოებების მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფთან და კითხვის უნარ-ჩვევებთან შესაბამისობა.
გადავანაწილე ისტორიები მცირე ჯგუფებში წასაკითხად. ვუზრუნველყავი სხვადასხვა სირთულის საკითხავი მასალით წაკითხულის გააზრების უნარის  გასაუმჯობესებლად.
ჯგუფებს  მიეცათ 3 დავალება: ა) წარმოადგინოათ პრეზენტაცია. ბ) შეექმნან შერჩეული მეფისთვის მახასიათებლების ცხრილი გ) შეედგინათ სქემები, სადაც ომების შესახებ ინფორმაციას ორგანიზებულად დააჯგუფებდნენ  მხარეების, ძალების, მეთაურების და დანაკარგების კატეგორიებში. 

ჯგუფებში დავალებები ასე გადანაწილდა:

I ჯგუფი- ფარნავაზ მეფე
 II ჯგუფი-ვახტანგ გორგასალი
 IIIჯგუფი-დავით აღმაშენებელი(
 Vჯგუფი-ერეკლე მეფე

 შესაძლებლობა მივეცი მოსწავლეებს, გადაანაწილონ როლები ჯგუფური მუშაობისას. კერძოდ, შეარჩიონ შენიშვნების ჩამწერი (აწარმოებს პერსონაჟის მახასიათებელი ნიშნების ცხრილს), მთხრობელი (შეაჯამებს და გაუზიარებს ყველა მოსწავლეს წაკითხულ ისტორიას),  წარმომდგენი (წარუდგენს შედგენილ ცხრილს მთელ ჯგუფს). მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჯგუფის წევრები რიგითობის მიხედვით წაიკითხავენ ისტორიას, ან თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად გაეცნობა ისტორიას. მთხრობელს ვთხოვ, შეაჯამოს  ისტორები და წარმომდგენმა განმარტოს, ვინ არის მოცემული ნაწარმოების გმირი და რა თვისებებით ხასიათდება იგი. 





Комментариев нет:

Отправить комментарий