ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

пятница, 28 марта 2014 г.

სპექტაკლი საკლასო ოთახში

თოჯინების თეატრიდან დაბრუნებულებს დაგვებადა იდეა, ჩვენც დაგვედგა სპექტაკლი საპროგრამო მასალიდან. კერძოდ კრილოვის იგავ-არაკის "დათვის წვეულების" მიხედვით.
თეჯირი, თოჯინები და სხვა რეკვიზიტები წინასწარ გვქონდა მომზადებული. თოჯინები სხვადასხვა მასალიდან ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს, რამაც მეტი ხიბლი შესძინა სპექტაკლს.
ბავშვების ენთუზიაზმი სპექტაკლამდე და მის შემდეგაც მოულოდნელი იყო. ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე შესძლეს მათ მოკლე სცენარის შექმნა და დადგმა საკუთარი ძლებითა და ჩემი ხელმძღვანელობით.
ეს დღეც , სხვა სამახსოვრო დღეთა შორის, დაუვიწყარი იქნება მათთის.


Комментариев нет:

Отправить комментарий