ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

вторник, 17 декабря 2013 г.

17.12.2012-დაწყებითი განათლების პროექტი



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-priEd) “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთათვის“. ამის შესახებ, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ქეთრინ კემპმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩხიანმა, დღეს, გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადეს.
როგორც ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით 121 სკოლა მიიღებს მონაწილეობას. სააპლიკაციო ფორმების მიღება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.
მისივე თქმით, პროექტის მიზანია დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ.
ამასთანავე, გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობები.
იხ: ვიდეო
http://news.ge/ge/news/story/39925-datsyebiti-ganatlebis-proeqti-17-dekembridan-amoqmeddeba

Комментариев нет:

Отправить комментарий