მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 8 ოქტომბრიდან
18ოქტომბრის ჩათვლით მენტორობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ
ბრიფინგზე გააკეთა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს,
რომლებსაც პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და
ასწავლიან საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ხელი
შეუწყოს მაძიებლებს-დამწყებ მასწავლებელს პრაქტიკული პედაგოგიური უნარების
მიღებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში.
რეგისტრაციის საფუძველზე, მაძიებლობის კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში სკოლის კომისიის წინაშე,
რომლის შემადგენლობაში შევა სკოლის ხელმძღვანელი, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისი რესურს-ცენტრის წარმომადგენელი და მენტორი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий