სადამრიგებლო საათის პროგრამა
მე–3
კლასი
მესამეკლასელის მოკლე დახასიათება
მესამეკლასელს ნათლად ჩამოყალიბებული მოსწავლის სახე
აქვს. მან უკვე საკმაოდ კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან
ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს
უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება
ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. იცვლება
მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან: პედაგოგებთან და მშობლებთან. მასწავლებელი მოსწავლის
ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების „ხატს“.
მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა
შეფასებას. შესაძლოა ვინმეს მიმართ წყენაც კი გაუჩნდეთ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე
ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან
დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები
მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და
ცუდ ხასიათზეც არიან.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის
სფეროშიც. მეგობრებთან ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის
განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა შეფასებასა
და სასწავლო წარმატებებზე. თვითშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე.
მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება,
ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება
სადამრიგებლო საათის თემები:
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
|
კლასი: IV
მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება
მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება
მეოთხეკლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ შეუძლიათ იმსჯელონ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობისა და შინაგანი ღირებულებების აღიარება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან ღიად საუბრობენ საკუთარ განცდებზე უფროსებთან. პუბერტატის დაწყებიდან კი მოსწავლე ნაკლებად გახსნილი ხდება უფროსებთან ურთიერთობისას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, რომ სწორედ ამ ასაკში დელიკატურად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლია მასზე მოახდინოს ზეგავლენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის ფორმების ათვისების კუთხით. სწორედ ამიტომაა აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანი საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი. ისინი უფროსებისგან უკვე მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.
მეოთხე კლასის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე.
იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება. მოსწავლე თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება როგორც სწავლაში, ისე ურთიერთობების სფეროში.
კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათ „თავიანთი საქმეები“, ხშირად მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
სადამრიგებლო საათის თემები
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
|
წარმატებებს გისურვებთ !!!!
ОтветитьУдалить